წიგნში პირველად ქვეყნდება ნევმირებული ძლისპირნი X ს. დამლევისა და XI ს. დასაწყისის ხელნაწერის A-603-ის მიხედვით. გამოცემა ფოტოტიპიურია. ფოტოების პარალელურად თანამედროვე შრიფტით ქვეყნდება დადგენილი ტექსტი. ტექსტს ერთვის გამოკვლევა, სადაც განხილულია ძლისპირთა ქართული კრებულების რედაქციული თავისებურებების და ქართულ-ბერძნულ სლავურ ირმოლოგიონთა ურთიერთმიმართების საკითხები.