მონოგრაფიაში შესწავლილია ძველი, საშუალი და კლასიკური ახალსპარსულის ნამყო დროთა მორფოსინტაქსური და სემანტიკური ცვლილებები სანსკრიტის, მონათესავე ენების მონაცემებისა და ზმნათა უღლების საერთო-ინდოევროპული ვითარების გათვალისწინებით; დაზუსტებულია მათი დიაქრონიულ-ტიპოლოგიური კვალიფიკაცია და კოდიფიკაცია; შემოთავაზებულია ტიპოლოგიურად განახლებული ტერმინოლოგია; დაძებნილია სპარსული მორფოსინტაქსური ერთეულების ქართული შესატყვისები თუ ეკვივალენტები; სპარსულის ნამყო დროების მორფოსინტაქსური დინამიკა შეფასებულია ზოგადლინგვისტური პრობლემების კონტექსტში.