კვლევის ობიექტია ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეები უძველესი დროიდან მოყოლებული ადრინდელი პერიოდის ჩათვლით. განხილულია ქართული გრამატოლოგიის ისტორია წინათ და ახლა; „შუშანიკის წამების“ ქართული და სომხური რედაქციების ურთიერთმიმართების, ჟანრობრივი კლასიფიკაციის, პერსონოლოგიის, ტექსტოლოგიის თუ სხვა საკითხები; გამოვლენილია „ევსტათი- მცხეთელის წამების, ადრექრისტიანული წყაროები და წარმოდგენილია მათი იდეური შინაარსი, შესწავლილია არეოპაგიტიკის გავლენა „წამებაზე“ და ა. შ.