სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოში საბაჟო სისტემის შექმნის, საბაჟო ოპერაციების ტექნოლოგიების ჩამოყალიბების გენეზისი, საერთაშორისო გამოცდილება და თანამედროვე მიმართულებები ამ სფეროში. დეტალურად არის აღწერილი საბაჟო ოპერაციების ჩატარების ტექნოლოგიური ნიუანსები და ასევე განთავსებულია ის თეორიული მსჯელობები, რომელიც მიმდინარეობს ამ თემების ირგვლივ ქართულ მეცნიერებაში. სახელმძღვანელოში მოთავსებულია სხვადასხვა სპეციფიკაციები, საბაჟო დოკუმენტების მოდელები და ანალიტიკური ცხრილები მნიშვნელოვანი ოდენობა, რომელიც აუცილებელია საბაჟო საქმის სრულად აღსაქმელად.