კრებულში შესულია სტატიები და შრომები, რომლებშიც განხილულია ქართული და სომხური ურთიერთობის ისტორიის საკითხები. კრიტიკულად არის გაანალიზებული ზოგიერთი სომეხი მეცნიერის ანტიქართული პუბლიკაცია. ნაჩვენებია ამ მეცნიერთა მიერ გამოთქმული უსაფუძვლო პრეტენზიები უძველესი ქართული მიწა-წყლისა და ძველი ქართული ეკლესიების მიმართ.