ამ ტომში თავმოყრილი ნაშრომები ავტორს დაწერილი აქვს სხვადასხვა დროს, 1932-დან 1943 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში, და მას შემდეგაც, ქართული სალიტერატურო ენისა და მართლწერის ნორმებმა საგრძნობი ცვლილება განიცადა. ამასთან დაკავშირებული, ბუნებრივი არაერთგვაროვანების თუნდაც ნაწილობრივ აღკვეთის მიზნით რედაქციამ მიზანშეწონილად სცნო, ნორმების უნიფიკაციის სახით ზოგიერთი მცირე ცვლილების შეტანა ნაშრომთა ტექსტში.