მონოგრაფიაში შესწავლილია ისტორიული ზემო ქართლის ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის – თორისა და ჯავახეთის – ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. იგი ემყარება ავტორის მიერ წლების მანძილზე წარმოებულ საველე კვლევა-ძიებას აგრეთვე ქართული და უცხოენოვან წერილობითი წყაროების მონაცემებს, ეპიგრაფიკისა და ტოპონიმის ჩვენებებს, გათვალისწინებულია არქეოლოგიური მონაპოვარიც.