ქვემო ქართლი ერქვა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო მხარეს. მეზობელ ქრისტიანულ და მაჰმადიანურ ქვეყნებთან სიახლოვის გამო, იგი უფრო ხშირად განიცდიდა ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეთნიკურ ცვლილებებს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის შიდა რაიონები. წინამდებარე ნაკვეთში ამ კუთხის ზოგადი ისტორიულ-გეოგრაფიული განვითარების სხვადასხვა ასპექტია განხილული; მათ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს ქვემო ქართლის საბოლოო ისტორიული ხვედრი.