წიგნი წარმოადგენს ინტერნეტ სამართლის და ხელოვნური ინტელექტის დამხმარე სახელმძღვანელოს. იგი არის პირველი ცდა საქართველოში ახალი სამართლის დარგის – ინტერნეტ სამართლის დამკვიდრებისა. წიგნში შედარებით-სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით, გაანალიზებულია ინტერნეტ სამართლის ცალკეული ქვედარგები და ინსტიტუტები. ნაშრომში განხილულია ინტერნეტ სამართლის ისეთი ქვედარგები, როგორიცაა ელექტრონული კომერციის სამართალი, სოციალური მედიის სამართალი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სამართალი, ხელოვნური ინტელექტი და სამართალი.