წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს გამოკვლევის პირველ ნაწილს. მასში განხილულია ის ცნობები, რომლებიც არსებობენ ძველ მწერლობაში „შუშანიკის წამებასა“ და მის პერსონაჟებზე. ამ თვალსაზრისით დაწვრილებითაა განხილული „ეპისტოლეთა წიგნი“,
„მოქცევაი ქართლისაი“, ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, “უხტანესის „ისტორია“ და ანტონ ბაგრატიონისეული „შუშანიკის წამების“ გადამუშავება. ერთმანეთთანაა შედარებული „წამების“ სხვადასხვა რედაქცია და მოცემულია მათი ისტორია.