წინამდებარე სამეცნიერო სტატიების კრებული გამოიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული კვლევითი პროექტის „გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა“ ფარგლებში. წინამდებარე კრებულში შეტანილია სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები, რომლებიც მსოფლიოში არსებულ გენდერულ საკითხებს ეხება. ნაშრომებში განხილულია სქესთა თანასწორობის საკითხი პოლიტიკის, სამართლის, კულტურისა და სხვათა ჭრილში.