ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი

გამოცემის წელი2014
გამომცემლობანეკერი

წიგნში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერის, 1827 წელს რუსეთის იმპერიის სამხედრო ფლოტის ლეიტენანტ ვლადიმერ რომანოვის მიერ შედგენილი რუსულ-აფხაზური ლექსიკონის – აფხაზური ენის ლექსიკის ამსახველი უძველესი ნაშრომის სკანირებული ტექსტი, რომელიც შეიცავს 1952 სალექსიკონო ერთეულს (ცალკეულ სიტყვებსა და ფრაზებს). აქვე ნაბეჭდი სახით მოცემულია ლექსიკონის გაშიფრული ტექსტი და აფხაზური ენის აღდგენილი დიალექტური ფორმები. წიგნს ერთვის ტექსტის გამოკვლევა ლექსიკონის თბილისური ხელნაწერის ბედ-იღბლის აღწერითურთ (რუსულ და ქართულ ენებზე). გამოცემას ერთვის რეზიუმე აფხაზურ ენაზე.