აკადემიკოს კორნელი კეკელიძის „ეტიუდების“ წინამდებარე XI ტომში ძირითადად მოთავსებულია ის ნაშრომები, რომლებიც ავტორს პირველად თავისი გამოცემული ძეგლებისთვის დაურთავს და ისინი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენენ. ამ გამოცემაში ასახულია კორნელი კეკელიძის შესწორებანი, რომლებიც შეტანილია მის ბიბლიოთეკაში დაცულ ეგზემპლარებში.