წიგნში წარმოდგენილია შუმერული ენის განვითარების სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელი ტექსტების ლურსმული ავტოგრაფიები, რომელთა ქრონოლოგიურ-თემატური პრინციპით დალაგება შესაძლებლობას იძლევა, თვალი გავადეენოთ როგორც
ლურსმული დამწერლობის გრაფიკული ცვალებადობის, ასევე შუმერული ენის ეტაპობრივი განვითარების სურათსაც. ტექსტებისათვის დართული თარგმანების, სიმფონია-ლექსიკონისა და ლურსმულ ნიშანთა ცხრილის კომბინირებული გამოყენება შედარებით ადვილს ხდის შუმერულენოვანი ლურსმული ტექსტების ტრანსლიტერაციათა მომზადებას.