წინამდებარე საიუბილეო კრებული, რომელიც ეძღვნება საქართველოს სახალხო პოეტის გიორგი ლეონიძის დაბადების სამოცდაათი წლისთავს, ყურადღებას იპყრობს თავისი შინაარსობრივი მრავალფეროვნებით (წერილები, ნარკვევები, მოგონებები). იგი წარმოადგენს გიორგი ლეონიძის რთული და მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა-დამუშავების ცდას.