ნაშრომში მოცემულია ცდა ვეფხისტყაოსნის ინგლისური თარგმანების მეცნიერულ-კრიტიკული შესწავლისა. მონოგრაფია მიზნად ისახავს იმის ნათელყოფას თუ რამდენად არის წარმოდგენილი რუსთველი, როგორც პოეტი-მოაზროვნე, ინგლისურ თარგმანებში და რამდენად სწორი წარმოდგენა შეექმნება უცხოელ მკითხველს მის მსოფლმხედველობაზე