წიგნში წარმოდგენილია „ილიადას" თერთმეტი ცნობილი სცენა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის მთელი „ილიადა", თუმცა მათში რელიეფურად იკვეთება ყველა ის ღირსება, რაც ჰომეროსის პოეტური სამყაროსთვის არის დამახასიათებელი. სწორედ ამაში ვლინდება ჰომეროსის უდიდესი ოსტატობა, რომელიც უკვე რამდენი საუკუნეა, აღაფრთოვანებს კაცობრიობას.