ნაშრომში საარქივო დოკუმენტებისა და სხვა მასალების საფუძველზე ავტორი აანალიზებს რუსეთის მიერ დაპყრობილი ქართველი და აფხაზი ხალხების ურთიერთობას. ამხელს ცარიზმის მზაკვრულ პოლიტიკას, რომლის მიზანი იყო ორი მოძმე ხალხის დაპირისპირება, აფხაზეთის ასიმილაცია, მისი ჩამოშორება საქართველოსაგან. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი აფხაზეთის მიმართ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკის, ასევე ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად შექმნილი ეგრეთ წოდებული აფხაზეთის სსრ-ის სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას, მონოგრაფიაში გამოყენებული მრავალფეროვანი ფაქტობრივი მასალა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი პირველად შემოდის მეცნიერული კვლევის სფეროში, უარყოფს ისტორიის ფალსიფიკატორების უნიადაგო მონაჭორს.