მონოგრაფია მოგვითხრობს რაფიელ ერისთავის ღრმაშინაარსიანი ცხოვრების გზაზე, გვაცნობს იმ გარემოს, სადაც ხდებოდა მისი სულიერი ფორმირება, წარმოგვიდგენს მის სამოქმედო ასპარეზს. მარტო მწერლობით არ შემოისაზღვრება რაფ. ერისთავის ღვაწლი, მის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, ფოლკლორისტულ, ენათმეცნიერულ, ლექსიკოგრაფიულ გამოკვლევებს დიდი ეროვნული ღირებულება აქვს.