ნაშრომში განხილულია ვეფხისტყაოსნის ძველი რედაქციები, რომლებიც შემონახულია მე-17, მე-18 (ნაწილობრივ მე-19) საუკუნის ყველა მნიშვნელოვან ხელნაწერში. ვეფხისტყაოსნის პროლოგის, პოემის შუა მონაკვეთისა და გაგრძელებათა სხვადასხვა ტიპების დახასიათებით გამოვლენილია პოემის აღნიშნული მონაკვეთების ძირითადი სახეები რაც საფუძველია რედაქციათა გამოყოფის დროს.