წიგნში გარკვეულია შემდეგი საკითხები: რა პრინციპებს ემყარება ძველი ქართული მწერლობა; როგორ ესმოდათ მხატვრული შემოქმედება, მისი სპეციფიკა, მისი კანონზომიერებანი, სახის ცნება ბიზანტიურ ესთეტიკაში, სინამდვილის ასახვის პრინციპები, ძველი ქართული ლიტერატურულ-ესთეტიკური აზროვნების საფუძვლები, ქართული ლიტერატურული აზროვნების ტიპოლოგია, მისი მიმართებანი სხვადასხვა აზროვნებით სისტემასთან. ამასთან დაკავშირებით დამუშავებულია კვლევა-ძიების მეთოდიკა და უარყოფილია ზოგიერთი მცდარი შეხედულება ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ. წიგნში ნაჩვენებია, რომ საუკუნეთა მანძილზე ჩვენს მწერლობაში შემუშავებული თეორიულ-ლიტერატურული და ესთეტიკურ-ფილოსოფური ნააზრევი დღევანდელი ქართული კულტურის ორგანული ნაწილია.