წიგნში განხილულია ქართული კულტურის საფუძვლები, უპირველესად, ბიბლიურ-ქრისტიანული წანამძღვრები, თუმცა გათვალისწინებულია მითოსური და აღმოსავლური (სპარსული) საფუძვლებიც. აქ „კულტურა“ გააზრებულია ვითარცა პიროვნებათა შინაგანი რაობა, მათი სულიერი განწყობა, რომლითაც განისაზღვრება მოვლენათა და საგანთა სულიერი ღირებულება. ამისი საფუძველია ყოფიერების სახეობრივი კონცეფცია.