ნაშრომი ეძღვნება ქართული პოეზიის განვითარებაში ქვედა ზღვარის უძველესი, წერილობით დაუდასტურებელი, საფეხურის პრობლემას. ამ პრობლემის გადასაჭრელად ორი ამოცანაა დასმული: ა) იმ ვითარების ზოგადი აღდგენა, რომ ქართული ლექსთწყობა ჩამოყალიბდა და გარკვეული სახით მოქმედებდა იმ დრომდე გაცილებით ადრე, რომელსაც განეკუთვნება მისი რეალიზაციის ამსახველი ჩვენამდე მოღწეული პირველი ნიმუშები, ბ) იმის ჩვენება, რომ ლექსთწყობის ფუნქციონირების ეს ქვედა ზღვარი ლიტერატურის კუთვნილებაა და არა ფოლკლორის ან მხოლოდ ფოლკლორისა.