ნაშრომში წარმოდგენილია ცდა დახასიათდეს ქართული იდეა, რომელიც განსაზღვრავდა ქართველი ერის მრავალათასწლიან ისტორიას. პირველ თავში, ამ კონტექსტში, მოკლედ მიმოხილულია საქართველოს ისტორიის ძირითადი ეტაპები ძვ. წ. მეორე ათასწლეულის ბოლოდან დღევანდელ 21-ე საუკუნემდე. მეორე თავი ეძღვნება საკუთრივ ქართულ იდეას, მისი მთავარი შემადგენლებისა და მისი სპეციფიკის განსაზღვრას. მესამე თავი წარმოადგენს ამავე კონტექსტის დაკავშირებას თანამედროვეობის ზოგიერთ პრობლემასთან.