წიგნი მიეძღვნა ფსიქიკური დაავადებების ისეთ ჯგუფს, რომელნიც დღემდე არსებულ ფსიქიკურ და ქცევით დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციასა და ნომენკლატურის მე-10 და ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის მე-4 გადასინჯვაში მუდმივი ადგილი ვერ მოიპოვეს. მათი ცალკეული სახეობები გაფანტულია სხვადასხვა ავადმყოფურ ფორმებში ან საერთოდ, განიხილებიან ძირითადი დაავადებების ატიპურ ვარიანტებად. სინამდვილეში კი ყველა მათგანისათვის გამაერთიანებელია პათოლოგიური დამოკიდებულება (ადიქცია). მათ შორის არის აზარტომანია, რომელიც წინამდებარე ნაშრომშია განხილული.