წინამდებარე კრებულში თავმოყრილია არა მხოლოდ ე. წ. იდიომები, ე. ი. ისეთი სიტყვათა შენაერთები, რომელთა აზრსაც ვერ მივაკვლევთ მათი ცალკეული შემადგენელი კომპონენტების მნიშვნელობის გახსნით, არამედ მთელი რიგი ისეთი მეტყველების ქცევებიც, რომელთა ცოდნა აუცილებლად საჭიროა გერმანული ენის როგორც აქტიურად, ისე პასიურად დაუფლებისათვის.