სახელმძღვანელო "საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია" შედგენილია საქართველოს განათლების სამინისტროსა და ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებული საგამოცდო პროგრამის მიხედვით. მასში გამოყენებულია X, XI და XII კლასების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გრიფირებულ სასკოლო სახელმძღვანელოებსა და სხვა დამხმარე ლიტერატურაში არსებული მასალა. სახელმძღვანელო დაეხმარება მოსწავლეებს გამოცდის სათანადო დონეზე ჩაბარებაში.