წიგნში მოცემულია მკვლევართა სტატიები და ის პუბლიკაციები, რომლებიც "ქალთა საკითხს", ქალების პრობლემებსა და მათ საქმიანობას ასახავს პირველ ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ამ მასალას არაჩვეულებრივად აფორმებს ფოტოები, რომელიც მოპოვებულია საქართველოს ეროვნული არქივის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებიდან და სხვა, კერძო კოლექციებიდან.