ნაშრომში კრიტიკულადაა განხილული ქართველი ყმა-გლეხობის ისტორიის შესახებ არსებული ძირითადი სამეცნიერო ლიტერატურა, უხვი ისტორიული მასალის მოტანით დახასიათებულია XVIII საუკუნის საქართველოში გლეხთა ცალკეული სოციალ-ეკონომიკური კატეგორიები, ასევე ფეოდალური და საგლეხო მიწისმფლობელობის ფორმები, ვრცლადაა გადმოცემული და დახასიათებული XVIII საუკუნეში ქართველ ყმა-გლეხთა საბატონო, სახელმწიფო, საეკლესიო, სამოხელეო და უცხოელ დამპყრობთათვის განკუთვნილი გადასახადები; მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კლასობრივი ბრძოლის სხვადასხვა ფორმების დახასიათებას.