ნაშრომში განხილულია სამი ძირითადი საკითხი: ქვეყნის კულტურული მდგომარეობა, ისტორიული მეცნიერება და ქვეყნის მართვა-გამგეობის სისტემა. პირველი პრობლემის შესწავლისას ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ისტორიულ პოლიტიკური აზროვნების საკითხებს. არკვევს ბაგრატ მუხრანბატონის, თეიმურაზ I-ის, არჩილის, იოსებ თბილელის, ფეშანგის, სულხან-საბა ორბელიანის, ვახტანგ VI-ის და დავით გურამიშვილის ისტორიულ-პოლიტიკურ შეხედულებებს. ისტორიკოსთაგან შესწავლილია ფარსადან გორგიჯანიძე, ბერი ეგნატაშვილი, ქართლის ცხოვრების გაგრძელებები, ვახუშტი ბაგრატიონი, სეხნია ჩხეიძე, პაპუნა ორბელიანი, ომან ხერხეულიძე.