წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია X-XVIII სს სპარსულ და სპარსულენოვან ისტორიკოსთა თხზულებების ფრაგმენტები. თითოეული ფრაგმენტი მკაფიოდ ასახავს საისტორიო ტექსტისა თუ ნაწარმოების ყველა სპეციფიკურ თავისებურებას, რომლებიც ორგანულადაა დაკავშირებული ფეოდალური ხანის სპარსული ისტორიოგრაფიის განვითარების სხვადასხვა საფეხურთან.