წინამდებარე ნაშრომი შეიცავს გამოკვლევებს და წერილებს XIX და XX საუკუნის ქართული მწერლობის აქტუალურ პრობლემებზე, ლიტერატურულ პორტრეტებსა და ესეებს, მოგონებებს ცნობილ ქართველ მწერლებზე, მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებზე, აგრეთვე ფილოლოგიური ხასიათის ეტიუდებსა და შენიშვნებს. წიგნში მოთავსებულია რამდენიმე პუბლიცისტური წერილიც.