ვახტანგ ჭელიძე „ქართლის ცხოვრების ქრონიკებში“ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებსა და პერიპეტიებს მისეული ხედვით, მაგრამ რეალურ ფაქტსა და ინტერპრეტაციას შორის ობიექტური წონასწორობის შენარჩუნებით მოგვითხრობს. ავტორი მხატვრული ოსტატობით გვიხატავს ისტორიულ გმირებს, საეტაპო, პოპულარულ ამბებს, ხშირად მოვლენებს სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგენს და წიგნის ფურცლებზე კონკრეტული გმირი, ეპოქა თუ მოვლენა ცოცხლდება.