გიორგი ჩიტაიას შრომების მეორე ტომი ეძღვნება ქართველი ხალხის ეთნოგენეზისა და ეთნიკური ისტორიის პრობლემას. მასში გამოვლენილია ქართული კულტურის თვითმყოფადი წარმომავლობა, საქართველოსა და კავკასიის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში შემონახული სამეურნეო და მატერიალური კულტურის, სოციალური მოვლენებისა და იდეოლოგიური ურთიერთობის გადმონაშთების კულტურულ-ისტორიული ღირებულება და აღმოსავლეთის ძველ ხალხებთან კულტურულ - გენეტიკური კავშირი.