ნაშრომი მიძღვნილია კახეთის XVI-XVIII სს. ციხე-სიმაგრეებისადმი. შესავალში მიმოხილულია სოციალურ-პოლიტიკური ვითარება გვიანი შუასაუკუნეების კახეთში. საფორტიფიკაციო ნაგებობათა განხილვისას ავტორი ძირითადად ეყრდნობა ფაქტობრივ მასალას, შეკრებილს, ფიქსირებულსა და შესწავლილს მის მიერ ადგილზე. ნაგებობათა ანალიზის დროს გამოყენებულია ისტორიულ წყაროთა ცნობები. ავტორი ვრცლად იხილავს ციხეებს, ციხე-დარბაზებს, სასახლეებს,კოშკებსა და მათთან დაკავშირებულ სხვა ნაგებობებს.