ნაშრომში გაანალიზებულია ქართულ მედიაში გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიზაციის პრობლემას ეძღვნება. საუბარია ამ პრობლემასთან დაკავშირებულ ისეთ მწვავე და აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა სირთულეები, რომლებიც წარმოიშობა დემოკრატიზაციის პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მიზნით გაწეული საქმიანობა, აზრთა პლურალიზმისა და მრავალპარტიულობის პირობებში ოპონენტებს შორის თანამშრომლობა, საარჩევნო კულტურა და სხვ.