ლექსიკონი იძლევა წარმოდგენას ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის პოეზიაში გამოყენებულ ლექსიკურ ერთეულთა სიხშირეზე. ლექსიკონის განსხვავებული სიხშირული მონაცემი ორი დიდი მწერლის სიტყვიერი მარაგის შესწავლის საფუძველია. იგი დაგვეხმარება როგორც ძირითადი ლექსიკური ერთეულის გამოვლენის საქმეში, ასევე ზოგად და სასკოლო ლექსიკოგრაფიასთან დაკავშირებულ პრობლემათა გადაწყვეტაში.