წიგნში განხილულია იჯარისა და ლიზინგის ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის აქტუალური საკითხები. იჯარისა და ლიზინგის, როგორც თანამედროვე ეკონომიკურ საქმიანობაში ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული სამეურნეო ოპერაციების, ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის სწორად წარმოება მნიშვნელოვანია აღრიცხვის დარგის მუშაკებისთვის, რომელთა შეცდომები „დიდად ფასობს“ და მტკივნეულია ნებისმიერი სამეურნეო სუბიექტისათვის. ამიტომ წიგნში წარმოდგენილი თემატიკა დააინტერესებს არა მარტო ბუღალტრებს, არამედ ბიზნესმენებს, აუდიტორებსა და აღრიცხვა-დაბეგვრის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.