კრებული შეიცავს მრავალფეროვან მასალას. დაბეჭდილია წერილები თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებულია სტატიები ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა გრამატიკული სტრუქტურისა და ისტორიის შესახებ, ტომი შეიცავს რამდენიმე გამოკვლევას ქართული დიალექტოლოგიის შესახებ.