წინამდებარე კრებული თემატურად მრავალფეროვანია: მასში დაბეჭდილია წერილები ზოგადი ენათმეცნიერების აქტუალურ პრობლემებზე; გამოქვეყნებულია გამოკვლევები ქართული და ქართველური ენების გრამატიკული სტრუქტურისა და ისტორიის, ასევე ლექსიკის შესახებ. რამდენიმე ნაშრომი ქართული ენის შესწავლის ისტორიის საკითხებს ეძღვნება. კრებულში დაბეჭდილია გურული დიალექტების ტექსტები (ლექსიკონითურთ), რომლებიც საინტერესოა არა მარტო ენობრივი, არამედ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც. რამდენიმე გამოკვლევა ეძღვნება მთის იბერიელ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს.