ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში

გამოცემის წელი2005
გამომცემლობათბილისი
რედაქტორილევან იზორია

სახელმძღვანელოში განხილული საკითხები შეეხება მსოფლიოში და საქართველოში გავრცელებულ დანაშაულს – ადამიანებით ვაჭრობას სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. ავტორი პრობლემას იკვლევს სამი: პროსტიტუციის, პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის მიმართულებით. ისტორიულ, სოციალურ და სამართლებრივ საფუძველზე აანალიზებს ადამიანებით ვაჭრობის სოციალურ-ეკონომიკურ მიზეზებსა და პირობებს; სექსბიზნესის სფეროში სამუშაოდ, მათ შორის საზღვარგარეთ გასაყვანად, ქალების შერჩევისა და შეკრების სახეებსა და საშუალებებს. წარმოაჩენს თანამედროვე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებულ ნაკლოვანებებს. იძლევა ადამიანთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი სისტემების მიერ გატარებული ღონისძიებების ფორმებისა და მეთოდების შედარებით ანალიზს. აყალიბებს რეკომენდაციებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისათვის, რომლებიც მიმართულია როგორც ეროვნული საზღვრების უკანონო გადაკვეთის, ასევე, ზოგადად, ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ.