წიგნში განხილულია ქართული სამართლის სისტემაში შემავალი წამყვანი დარგების და დისციპლინის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა რომის სამართლის საფუძვლები, ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, პოლიტიკური და სამართლებრივი მოძღვრება, სახელმწიფო მოწყობის სამართალი, სამართლის მეთოდები, მუნიციპალური სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართლის პრობლემები სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომის, საარჩევნო სამართლის საკითხები, საკორპორაციო სამართალი, დახასიათებულია საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები.