ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჟან-კრისტოფი, ტ. 4

გამოცემის წელი1979
გამომცემლობანაკადული
რედაქტორიგასტონ ბუაჩიძე

„ჟან კრისტოფის“ ახალი ეტაპის წინ მკაცრი კრიტიკის ხმა გაისმის. იგი შეიძლება ნებისმიერი მიმართულების მკითხველს შეეხოს, ამიტომ გთხოვ ჩემ ძვირფას მეგობრებს და ჟან კრისტოფის მეგობრებსაც, ჩვენი მსჯელობანი არ მიიჩნიონ საბოლოო ნათქვამად. ყოველი ჩვენი აზრი მხოლოდ განსაზღვრული მომენტია ჩვენი ცხოვრებისა. განა იმისათვის არა ვცხოვრობთ, რომ გამოვასწოროთ შეცდომები, დავძლიოთ ცრურწმენები, მივაღწიოთ გონებისა და გულის სიფართოვეს? იქონიეთ მოთმინება! გვენდეთ, თუნდაც ვცდებოდეთ რამეში. შევიგნებთ ჩვენს შეცდომებს და თქვენზე უფრო მკაცრად მივუდგებით მათ. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ცოტათი მაინც მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას. გზის ბოლოში რომ გავალთ, აი მაშინ განსაჯეთ ჩვენი ნაღვაწი. როგორც ერთ ძველ ანდაზაშია ნათქვამი, აღსასრული ისევე აგვირგვინებს ცხოვრებას, როგორც საღამო დღეს.

რომენ როლანი, 1906