ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (შემდგომში ადამიანის უფლებათა სამართალი) და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ურთიერთშემავსებელი დამოუკიდებელი დარგებია, რომელთა კვლევის საგანი და ობიექტი ძალიან უახლოვდება ერთმანეთს, მათი ძირითადი ფუნქციაა ადამიანის, პიროვნების დაცვა, რომელსაც ახორციელებენ სხვადასხვა დროსა და გარემოებებში სხვადასხვა საშუალებით. ნაშრომი ეყრდნობა როგორც უნივერსალურ, ისე ეროვნულ კანონმდებლობას, საერთაშორისო და რეგიონული სამართლის პრიმატის გათვალისწინებით.