,,სამართლის ფილოსოფიის მიზანია პოზიტიური სამართლის „გაადამიანურება“, ასევე ბუნებითი სამართლის უდიდეს მნიშვნელობაზე ხაზის გასმა, ბუნებითი სამართლისა და პოზიტიური სამართლის „ნათესაობის“, მნიშვნელობის დასაბუთება, საზოგადოებისათვის „მართალი სამართლის" ახსნა. პოზიტიური სამართალი არ უნდა მოსწყდეს „ბუნებითი სამართლის ფესვებს“, ანუ ღვთიურ „ნიადაგს“, ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია პოლიტიკურ-სამართლებრივი კულტურა და ხელისუფლების ნება „ადამიანური სამართლის“ ჩამოყალიბების პროცესში".