ნაშრომში გამოკვლეულია XIX საუკუნის ქართული ფოლკლორისტული მეცნიერული აზრის ჩასახვა-განვითარების ისტორია; გამოვლენილია ფოლკლორისტულ ინტერესთა შორეული წანამძღვრები; დახასიათებულია XIX საუკუნეში გაშლილი კვლევა-ძიების ძირითადი ტენდენციები და ქართული ფოლკლორისტიკის ზოგადი ფოლკლორისტიკისადმი დამოკიდებულების რაგვარობა. სათანადო ყურადღება ეთმობა ცოცხალ ტრადიციულ ყოფაში ზეპირსიტყვიერი ტექსტების გამოვლენის, ჩაწერის, ბეჭდვის ფაქტებს და პრაქტიკული ფოლკლორისტიკის სფეროში ჩატარებულ მუშაობას. დადგენილია, რომ ქართული ფოლკლორისტიკა, როგორც მეცნიერების დარგი, სწორედ XIX საუკუნეში წარმოიშვა.