წინამდებარე ნაშრომი შეეხება პაციენტის უფლებების დაცვის სამართლებრივ რეგულაციებს. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვასთან, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ამ უფლებათა განხორციელებისა და დაცვის გზების განსაზღვრა, არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისა, საერთაშორისო და სასამართლო პრაქტიკის განხილვა.