„ქართული მართლწერის წესები და სავარჯიშოები" დამხმარე სახელმძღვანელოა, რომელშიც თავმოყრილი და განმარტებულია ის ძირითადი გრამატიკული ცნებები და კატეგორიები, რომელთა ცოდნა გაგიადვილებთ სწორად წერისა და მეტყველების სწავლას. წიგნში განხილულია მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, სინტაქსის, პუნქტუაციის, ლექსიკისა და სტილის საკვანძო საკითხები. გამოცემაში მოცემული გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება დაგეხმარებათ, არ დაუშვათ შეცდომები წერისა და მეტყველების დროს.