ნაშრომში თავმოყრილი და განხილულია საქართველოში აღმოჩენილი ელინისტური ხანის ყველა ქვევრსამარხი (მცხეთა-სამთავრო, თეთრიწყარო, ციხიაგორა, დაბლაგომი, დაფნარი, ფარცხანაყანევი, მდ. სუფსის აუზი და სხვა). კლასიფიცირებული და დათარიღებულია მათგან მომდინარე ინვენტარი. კრიტიკულად არის შესწავლილი ამ ძეგლების ირგვლივ არსებული ლიტერატურა. არქეოლოგიური მასალის შესწავლის შედეგები გამოყენებულია ქართლისა და კოლხეთის სამეფოების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების გასაშუქებლად.