წიგნში გადმოცემულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია. უმაღლეს სასწავლებელში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ან სწავლობდა ქართული მეცნიერული, კულტურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტის ბევრი სახელოვანი წარმომადგენელი. ნაშრომი წარმოადგენს შედარებით სრულ კრებულს, რომელშიც საუბარია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების, სამეცნიერო და სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის, სამეცნიერო კადრების, განყოფილებების, ფაკულტეტებისა და დეპარტამენტების (კათედრების) სტრუქტურის, მისი დღევანდელობის შესახებ.